დღეიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენა აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბილეთის ფასი და გაყიდვის წესი, ასევე, საშეღავათო პირობები არასრულწლოვანებზე კვლავ ძალაშია.
„მგზავრთა საყურადღებოდ, 12 თებერვლიდან მესტიის და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენები აღდგება
ავიარეისები შესრულდება შემდეგი მიმართულებით:
ნატახტარი – მესტია – ნატახტარი
ნატახტარი – ამბროლაური – ნატახტარი
გაცნობებთ, რომ ბილეთის ფასი და გაყიდვის წესი, ასევე, საშეღავათო პირობები არასრულწლოვანებზე კვლავ ძალაშია“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.











