ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა განმარტავს, რა წესების დაცვით შეეძლებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა.
„ნებისმიერი ტიპის კოვიდ ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება ქვეყანაში შემოსვლა.
რაც შეეხება არავაქცინირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებს და რეზიდენტებს ამავე ქვეყნებიდან ვინც ტრანზიტულად შემოდის საქართველოში, ქვეყანაში შეეძლებათ შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მესამე დღეს სავალდებულოდ ჩაიტარონ ტესტი. ჩვენ აქ თვითიზოლაციის ვალდებულებას ვაუქმებთ“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრი ავიაკომპანიებს მიმართავს, თვითმფრინავში არ დაუშვან მოქალაქეები, რომელთაც არ ექნებათ ნეგატიური ტესტს პასუხი ან კოვიდვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი.










