„ევროპული საქართველოს“ წევრი, ლაშა დამენია, პარტიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბრობს.
დამენიას თქმით, პარტიაში მიმდინარეობს შიდაპარტიული კონსულტაციები, მიმდინარეობს რეორგანიზაცია, ხოლო უახლოეს დღეებში ყველაფერი გახდება ცნობილი ამ საკითხთან დაკავშირებით.
„მიმდინარეობს შიდაპარტიული კონსულტაციები, იგეგმება რეორგანიზაცია, თუმცა რა სახეცვლილებას მიიღებს ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ამ საკითხთან დაკავშირებით.“ – განაცხადა დამენიამ.









