„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრის, ლაშა დამენიას განცხადებით, პარტიაში განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, როგორ შეიძლება, წარიმართოს „ევროპული საქართველოს” სამომავლო გეგემები, ამის შესახებ დამენიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
პარტიაში აზრი ორად გაიყო, ნაწილი თვლის, რომ ლიდერები უნდა გაიწიონ და გზა ახალ ლიდერებს უნდა დავუთმოთ, ნაწილი კი, თვლის, რომ ვინმე მაინც უნდა დარჩეს იმისთვის, რომ გარკვეულწილად, იდენტრიფიცირება მოხდეს „ევროპული საქართველოსთან“ და ამ პირობებში მოხდეს პარტიის განახლება.
„ევროპული საქართველოს“ თუ რამეს არ უჩივის, ეს არის ის, რომ პარტიას ლიდერების რესურსი არ აკლია. ახალი სახეების მოზიდვის მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს. აქ, უბრალოდ, განსხვავებული აზრი არის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჯობია პარტიისთვის განახლება – სამივე ლიდერი გაიწევა და განახლებას ისე ვაკეთებთ, თუ ვინმე რჩება და ისე ვაკეთებთ განახლებას. ყველა შემთხვევაში, ახალი გენერალური მდივნის და პარტიის ახალი თავმჯდომარის რესურსი პარტიაში არსებობს, ეს პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. აქ, სტრუქტურულ მოწყობაზეა საუბარი.
„ქართული ოცნების“ მხრიდან გაყალბების ყველანაირი მეთოდის მიუხედავად, ის შედეგი, რომელიც შესაძლოა მიღებული ყოფილიყო პარტიისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი. ამიტომ, რა თქმა უნდა, პარტიაში გაჩნდა მოსაზრებები, თუ რა გზას დავადგეთ, რა სტრუქტურული ცვლილებები შევიტანოთ, რა განსხვავებები ვაჩვენოთ იმისთვის, რომ მომავალ არჩევნებზე უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ“, – განაცხადა ლაშა დამენიამ.









