მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით შიდა ქართლში ფიზკულტურის მასწავლებელი დააკავეს. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შსს-ში დაუდასტურეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
მასწავლებელი რამდენიმე დღის წინ დააკავეს.










