ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქარელში. მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 2 კაცს დაეჯახა – შედეგად ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მანქანას ტაქსის მძღოლი მართავდა.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.











