პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ, მამაკაცი რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გაუჩინარებასთან დაკავშირები, პოლონეთში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.
უწყების ცნობით, ოჯახის წევრებს განამარტათ, რა პროცედურებია საჭირო, რომ პოლონურმა მხარემ დაიწყოს ოფიციალური პროცედურები დაკარგული მოქალაქის მოსაძებნად.
„პოლონეთში საქართველის საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცავებთან, რათა მიიღოს უახლესი ინფორმაცია“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.











