ამ წუთებში ხანძარია მარტვილში, სოფელ ბალდაში. ადგილობრივების თქმით, იწვის ტყე.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი ფართო მასშტაბზეა გავრცელებული.
ასევე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში ტყე იწვის. ადგილობრივის თქმით, ხანძრის კერა სულ უფრო და უფრო იზრდება.
ავტორი: თეა შონია










