ბალიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიწისძვრა კარანგასემისა და ბანგლის რაიონებში, ტურისტული კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.
თითქმის 5 ბალიან მიწისძვრას, რამდენიმე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. მიწისძვრამ მეწყერი გამოიწვია, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მესამე კი, ნანგრევებში იპოვეს.











