საქართველოს რკინიგზა სამგორში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვაგონში, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა მაზუთი იყო დარჩენილი.
„შემთხვევა მოხდა ისანში, საქართველოს რკინიგზის თბილისის საკვანძო სადგურში. აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან უმნიშვნელოა კომპანიის ფინანსური ზიანი“,- ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისთვის ადგილზე 14 სამაშველო ჯგუფი მუშაობს.










