აბიტურიენტს საგამოცდო პროცესში პირბადის მოხსნის უფლება ეძლევა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აბიტურიენტი საგამოცდო ადგილზე აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს, თუმცა უშუალოდ გამოცდის პროცესში შეუძლია იგი მოიხსნას.
„საგამოცდო ადგილას, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში აბიტურიენტს ექნება უფლება, რომ პირბადე მოიხსნას. რა თქმა უნდა ფანჯრები ყველგან უდნა იყოს ღია.
ამასთან, თუ ტემპერატურა ავა 30 გრადუსამდე, შესაძლებელია კონდიციონერის ჩართვა. ეს რეკომენდაციები ჩვენ მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან და ფაქტობრივად ჩვენ კომფორტულ გარემოს შევუქმნით აბიტურიენტებს, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ ცოდნა“,- განაცხადა გახარიამ.
ასევე დაგაინტერესებთ:











