„ევექსის კლინიკების” ადიგენის რაიონულ ჰოსპიტალში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა. სამედიცინო დაწესებულებაში COVID-19 შვიდ თანამშრომელს დაუდასტურდა. პრესსამსახურში ამბობენ, რომ ინფიცირებულებს შორის სხვადასხვა პროფილის ექიმების გარდა, ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლებიც არიან.
„ინფიცირებულებიდან ყველა ექიმი არ არის. კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ყველა მიმართულებით ვიღებთ პაციენტებს, ვმუშაობთ, რომ კრიზისი არ შეიქმნას“, – გვითხრეს „ევექსის“ პრესსამსახურში. მათივე თქმით, თანამშრომლების ინფიცირების წყარო უცნობია.
ავტორი: რუსკა გვარამაძე











