სრულად პროპორციული სისტემის მომხრეები ვიყავით, თუმცა აღარ გავჭედეთ, იმიტომ რომ არ გვინდა ჩვენ კრიზისი, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს.
ჩვენ გვინდა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ გარემოში, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისფულება. თუმცა, ბოლო შეხვედრაზე, როდესაც რაუნდი მთავრდებოდა, ორი დოკუმენტი იყო წარმოდგენილი. იმ მეორეს დოკუმენტსაც ვერ ვუწოდებდი, იმიტომ რომ ის იყო უბრალოდ პარტიების განცხადება“, – ამბობს ინაშვილი.
შეგახსენებთ, ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ.











