„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მარნეულის N 2 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები რამდენჯერმე აძლევენ ხმას. ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლები და ოცნების წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატი აჰმედ იმამკულიევის თქმით, უბანზე ე.წ. სომხური კარუსელი დაფიქსირდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უბნის დახურვის მოთხოვნით საჩივარი დაწერეს.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე
ავტორი: მარიამ ქველაძე











