„ევროპულ საქართველოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა 2020 წლის არჩევნები შეაფასა. იმამკულიევის თქმით, ეს არჩევნები იყო „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული მორიგი სპეცოპერაცია.
„ამ არჩევნებს შევაფასებ როგორც „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ მორიგ სპეცოპერაციად. მადლობა ამომრჩეველს, რადგან ისინი ეტყვიან „ქართულ ოცნებას“, რომ უნდა დაასრულონ და წავიდნენ ხელისუფლებიდან. დღეს ბევრ უბანზე იყო დარღვევები და თუკი გააყალბებენ და არასწორ შედეგებს დადებენ ჩვენ სასამართლოს ძალით შევებრძოლებით“, – განაცხადა იმამკულიევმა.
ამ დროისთვის მარნეულში ყველა უბანი დახურულია და მიმდინარეობს ხმების დათვლა.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე
ავტორი: მარიამ ქველაძე











