„უკომპრომისო და მტკიცე ბრძოლის პირველი შედეგი – აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე თავისუფალია. ბრძოლა გრძელდება. ბოიკოტი მუშაობს“, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულების აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის გათავისუფლებას.
შეგახსენებთ, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე გაათავისუფლეს. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.











