ქუთაისში, ახალგაზრდის ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.
18 ივლისს, 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილს საკუთარ ბინაში 20-მდე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. სამართალდამცველებმა 24 საათში 45 წლის ქალი დააკავეს. მოგვიანებით კი, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი პირი.











