ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა.
როგორც ექიმები საუბრობენ 30 წლამდე ქალის მდგომარეობა რთულია. ის რეანიმაციაში იმყოფება.
ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს.
როგორც ადგილზე „სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადეს, ქალი ცუდად ვაქცინის გაკეთებიდან 15 წუთში გახდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
რა ხდება ამ წუთებში ახალციხეში
ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე“.











