ახალციხეში, კეცხოველის ქუჩაზე, მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს.
მარკეტში “თეო თეო” შეიარაღებული პირი შეიჭრა და თანხის წაღება სცადა. ამ დროისთვის მაღაზიაში გამყიდველი იმყოფებოდა.
შემთხვევა დაახლოებით, 17:30 საათზე მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მაღაზიას ყვითელი ლენტი აქვს შემოვლებული. წაიღო თუ არა უცნობმა პირმა თანხა – დეტალები ჯერ უცნობია.
ავტორი: რუსკა გვარამაძე











