fbpx
02/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ახალციხეში შუა საუკუნეების სლესის ციხე ჩამოინგრა

21:34 December 18, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
890
ნახვა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან სლესის, იგივე მოქცევის ციხე დაზიანდა. ჩამონგრეულია შუა საუკუნეების ციხე-კოშკის კუთხე, დაზიანების ამსახველი ფოტოს სოციალურ ქსელში არჩილ მაისურაძემ გამოაქვეყნა.

„სამწუხარო ფაქტი. ჩამოინგრა სლესის ციხის კოშკის კუთხე. ამა წლის შემოდგომით ის ჯერ კიდევ დაუზიანებელი იყო. მცირე ნაწილია, მაგრამ ფერდობი მოფენილია ახლად ჩამოცვენილი “ცხელ-ცხელი” ქვებით”, – წერს  მომხმარებელი.

მის პოსტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი გამოეხმაურა. ნიკა ანთიძემ აღნიშნა, რომ ექსპერტების ჯგუფი ციხის დაზიანებას ადგილზე შეისწავლიდა. მოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ დაზიანება მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ციხის რეაბილიტაცია სააგენტოს გეგმაში ჰქონდა, თუმცა ამ შემთხვევამ მოვლენები დააჩქარა.

„2021 წლის ზამთრის თვეებში, სააგენტო უზრუნველყოფს სლესის ციხის საკონსერვაციო პროექტის მომზადებას. პროექტის შეძენის შემდეგ, გაზაფხულის სეზონიდან სლესის სრულფასოვანი კონსერვაციისა და რესტავრაციის პროექტი დაიწყება და დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება“, – განაცხადა სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. ბექა ბარამიძემ აღნიშნა, რომ რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს. მისივე თქმით, კონსერვაცია-რესტავრაციის შემდეგ გეგმაშია ინფრასტრუქტურული ელემენტების მოწყობასაც, რის შემდეგაც ტურისტული თვალსაზრისით, სლესის ციხე თვალსაჩინო ობიექტი გახდება.

ციხეს ადრეფეოდალური ხანის ნაგებობებისათვის დამახასიათებელი ნიშნები გააჩნია. მას არ აქვს სათოფურები. იგი სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზეა აგებული და ბუნებრივადაც საკმაოდ დაცულია. ციხიდან მტკვრის დინება ორივე მიმართულებით კარგად კონტროლდება.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, სლესის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია