ახლა ყველაფერი, ბურთიც, პასუხისმგებლობაც, ყველაფერი არის ქართული ოცნების მოედანზე, – ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, დანიელსონის მიერ საქართველოში ვიზიტის გახანგრძლივება შეთანხმების მისაღწევად კიდევ ერთი შანსია.
“მოგვცეს ყველას ერთად კიდევ ერთი შანსი, კიდევ ერთი დღე, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან, ამიტომ, ამ შანსს სჭირდება გამოყენება, ჩვენ ისე როგორც წინა დღეებში სრულად ვართ განწყობილი, რომ ეს შანსი და ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ და შეთანხმების გზით გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან. ყველაფერი დამოკიდებულია ქართულ ოცნებაზე, განსაკუთრებით გუშინდელი საღამოს შემდეგ, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ახლა ყველაფერი, ბურთიც, პასუხისმგებლობაც, ყველაფერი არის ქართული ოცნების მოედანზე”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი, რომელმაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური მედიაციის პროცესში მედიატორის როლი უნდა შეასრულოს, საქართველოში იმყოფება.
სწორედ მას დააკისრა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს კომისართან შეთანხმებით, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვა.









