ორი არასრულწლოვანი და მძღოლი დაშავდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში.
ახმეტა-თელავის დამაკავშირებელ გზაზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანებები ხუთმა მგზავრმა, მათ შორის, ორმა არასრულწლოვანმა მიიღო.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











