ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა, ყოფით საკითხებზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ახმეტის საავადმყოფოში მოათავსა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაუდებელი მედიცინის ბრიგადამ გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











