ახმეტის მუნიციპალიტეტში, სეტყვით დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესი დაიწყო. ღვინის ქარხანა ახმეტაში, აკურის ღვინის ქარხნის ბაზაზე, 10 სექტემბერს გაიხსნა.
რთველი-2020 შტაბის ხელმძღვანელის, ლევან მეხუზლას განმარტებით, კილოგრამი ყურძენი 80 თეთრი ეღირება.
„სეტყვით დაზიანებულ ყურძნის ჩაბარებას ყველა უპრობლემოდ შეძლებს. მთლიანად რეგიონში, უკვე 16 ათას ტონა ყურძენზე მეტია გადამუშავებული. პირველი ფაზა განსაკუთრებით აქტიურად, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს“,- განაცხადა მეხუზლამ.
შეგახსენებთ, 9 სექტემბერს ახმეტაში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ, მსხმოიარე ვენახები დააზიანა.
სტიქიის შედეგად 150 ჰექტრამდე ყურძნის მოსავალია დასეტყვილი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











