სოფელ კოღოთოში, რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ საძოვარზე, 6 სული პირუტყვი ერთ დღეს დაეცა.
დანარჩენების გადარჩენა ვეტერინარებმა მოახერხეს. საქონლის დაცემის სავარაუდო მიზეზად, ადგილობრივები მდინარე ალაზნის წყალში გაშვებულ ნარჩენებს ასახელებენ.
მოსახლეობის ინფორმაციით, ზარალი ათასობით ლარს შეადგენს და სოფელს დახმარება სჭირდება.
სოფელში, საქონლის დაცემის ადგილას, პოლიცია, ახმეტის მერიის წარმომადგენლები და სურსათის უვნებლობის სამსახური იმყოფებოდნენ.
სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებმა ნიმუშები აიღეს, რის საშუალებითაც საქონლის დაცემის მიზეზი უნდა დადგინდეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო.
ავტორი:ხათუნა გულიაშვილი











