ალექსანდრ ლუკაშენკომ არასანქცირებული მიტინგების პირდაპირ ეთერში გაშუქება აკრძალა.
ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო სააგენტო “ბელტა“ ავრცელებს.
ამასთან, მიღებული კანონით კანონით, ჟურნალისტებს მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება ან მიტინგებში მონაწილეობა ეკრძალებათ.
კანონის მიხედვით ბელორუსის მთავრობას უფლება ექნება, დაბლოკოს სატელეკომუნიკაციო ქსელების მუშაობა, თუ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.











