აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მთიან ყარაბაღში ცეცხლის გახსნის შედეგად აზერბაიჯანის 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ გვაქვს დანაკარგები, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. სამწუხაროდ, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იზრდება. მოკლულია 10 სამოქალაქო პირი, მათ შორის, ერთი ოჯახის ხუთი წევრი“, – განაცხადა ალიევმა.
შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიძაბა.











