საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხუმარება.
„დღეს ისტორიული დღეა, გილოცავთ ამ გამარჯვებას! განსაკუთრებული მადლობა იუსტიციის სამინისტროს გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად მუშაობდა ამ გამარჯვების მისაღწევად. ოკუპაცია არის ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი და ამ გამარჯვებამ მთელი ერი უნდა გაგვაერთიანოს!“, – წერს მამუკა ბახტაძე.











