ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ამ კვირიდან ტურიზმის სექტორში მომსახურე პერსონალის ვაქცინაცია დაიწყება. ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ამ კვირიდან უკვე დაიწყება ორგანიზებული ვაქცინაცია იმ ადამიანების, ვინც დასაქმებულია ტურისტულ სექტორში. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ჩვენთან ტურიზმი არის უსაფრთხო“,- განაცხადა ნათია თურნავამ.











