„პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი დეპუტატი ემზარ კვიციანი პოლიტიკიდან წასვლის მიზეზს ასახელებს. როგორც კვიციანმა „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განმარტა, საქართველოში მონური პოლიტიკა არსებობს, რაც მისთვის მიუღებელია.
„არ მომწონს საქართველოში არსებული მონური პოლიტიკა. ამ მონურ პოლიტიკას აღარ გავეკარები. უცხო ქვეყნიდან გახვევენ თავს და ისე უნდა მიიღო კანონები, რომლებიც ჩვენს კავკასიურ ცხოვრებას ეწინააღმდეგება. საქართველოში უცხო ქვეყნის დიპლომატების ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.
ასეთი მონური პოლიტიკა არ მომწონს და პოლიტიკიდან წასვლა ამ ყველაფერმა განაპირობა. რატომ მივიღო ამ ფარსში მონაწილეობა?! ჩვენს ქვეყანაში არჩევნები არ ტარდება. ვინმეს შეუძლია შეამოწმოს, სად გაყალბდა არჩევნები და ხელმეორედ დაითვალონ ხმები?! – არა, რა თქმა უნდა“,- განაცხადა კვიციანმა.
ამასთან, როგორც კვიციანმა განმარტა, ის სამომავლოდ პოლიტიკაში აღარ ჩაერთვება.
ინფორმაციისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილმა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ჯერ პარტია დატოვა, შემდეგ კი პოლიტიკიდანაც წავიდა.











