„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, მმართველ გუნდსა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებულ მემორანდუმს სერიოზულად არავინ აღიქვამს.
„ცხადია, არც ერთი ნორმალური ოპოზიციური პარტია, არ აყვება „ქართული ოცნების“ ამ თამაშს. ეს ე.წ. მემორანდუმი არის „ქართულ ოცნებასა“ და ახლა უკვე მცირე ქვედანაყოფ, „ქართული ოცნება – მოქალაქეებს“ შორის დადებული, რაღაც შექმნილი დოკუმენტი პარლამენტში პარტიების შესატყუებლად. ამას არავინ ჭამს და ამას არავინ იყიდის, ამ სისულელეს სერიოზულად არავინ აღიქვამს“, – განაცხადა ბარამიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ და „მოქალაქეებმა“ გააფორმეს მემორანდუმი, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. ა









