დაავადებათ კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება ანტიგენის ტესტის გადამოწმება. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
„ანტიგენით გამოვლენილი შემთხვევა უკვე აღარ ექვემდებარება გადამოწმებას. მხოლოდ ორ შემეთხვევაში შეიძლება მოხდეს გადამოწმება ექიმის გადაწყვეტილებით.
პირველი – თუ ადამიანი არის უსიმპტომო, ხოლო ანტიგენი არის დადებითი და ექიმი თვლის, რომ საჭიროა გადამოწმება;
მეორე – თუ არის სიმპტომები გამოხატული და ანტიგენი არის უარყოფითი, ისევ ექიმის დანიშნულებით შეიძლება ის გადამოწმდეს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











