სტომატოლოგებმა, რომლებიც ბევრნი არიან ქვეყანაში, კარგად იციან ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები და შეიძლება მათი გამოყენება კორონავირუსის მართვაში, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის მართვაში ასევე, მე-4 და მე-5 კურსის სტუდენტები შეიძლება ჩაერთონ.
„სტომატოლოგები, რომლებიც ბევრნი არიან ქვეყანაში, აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება, მათ ნასწავლი აქვთ საგნები სამედიცინო ინსტიტუტში, კარგად იციან ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები და შეიძლება მათი გამოყენება კორონავირუსის მართვაში. ასევე მე-4 და მე-5 კურსის სტუდენტები, რომელთაც ძირითადი კლინიკური საგნები აქვთ გავლილი, შეიძლება, რომ მათ ამ პერიოდში იმუშაონ. საჭიროა ქვეყანაში ამ ტიპის მოძრაობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











