ინარჩუნებს თუ არა საქართველო „მწვანე ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყნების რიგებს?! ამ კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ასე პასუხობს:
„ძალიან გთხოვთ, ამ „მწვანე“ და „წითელი“ ზონებით ნუ მანიპულირებთ, ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს. საქართველოს აბსოლუტური რიცხვი ინფიცირებულების, ერთ-ერთი დაბალი აქვს ევროპაში.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











