„ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია იქნება, წინასაარჩევნო აგიტაციის თუ კამპანიის პროცესის დროს, ყველაზე მთავარი გზავნილი მოსახლეობისადმი უნდა იყოს – აცრა, რომელმაც უნდა დაამთავროს პანდემია. ამიტომ, ყველა პოლიტიკოსმა საუბარი უნდა დაიწყოს აცრით, რომ აცრა იცავს ადამიანებს ჰოსპიტალიზაციისგან, რეანიმაციისგან, სიკვდილისგან, ამიტომ, ყველა ადამიანი წავიდეს და აიცრას. ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით ვაქცინაა.“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძე გამოდის ინიციატივით და ამბობს, რომ კარი იქნება თუ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ცნობილმა ექიმებმა საზოგადოებას ვაქცინაციის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიაწვდინოს.
„ასევე ძალიან კარგი ინიციატივაა ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, შეხვედრების მიმდინარეობისას იყვნენ ცნობილი ექიმები, ვისიც ხალხს სჯერა, რომლებიც ძალიან კარგად აუხსნიან მოსახლეობას, თუ რა არის აცრა, რა სიკეთე დევს იმუნიზაციაში, განსაკუთრებით კი, კოვიდის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











