„არაა გამორიცხული, რომ აგვისტოს ბოლოსკენ ისევ, როგორც ევროპაში, ისე – გლობალურად, დაიწყოს შემთხვევების ზრდა. ძირითადად, ეს იქნება ახალი, მუტირებული შტამების ხარჯზე“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც გამყრელიძე ამბობს, ასეთ დროს ოქროს შუალედი უნდა დავიჭიროთ.
„ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მსუბუქდება შეზღუდვები. ასეთ დროს, მეტი ყურადღება და რეკომენდაციების მეტად დაცვაა საჭირო. პირველ რიგში, ესაა პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება და რაც შეიძლება, მეტი აცრა. ე.წ. „ოქროს შუალედი“ სწორედ ამ პროცესებს შორის უნდა დავიჭიროთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს საკოორდიანციო საბჭომ რამდენიმე შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.











