„ამნისტია კონკრეტულად გვარებს და სახელებს არ იხილავს. ამნისტიის კანონში ჩამოთვლილია მუხლები რომელ მუხლებსაც შეეხება შეღავათი“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, კახი კახიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც კახიშვილი ამბობს, იგი კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს.
„წავიკითხე პროექტი ამნისტიის შესახებ. მინდა გითხრათ, რომ სურვილი გამოვთქვი, რომ ამ პროექტის განხორციელებაში აუცილებლად დავესწრები ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომას, სადაც დაიწყება ამ კანონპროექტის განხილვა. მოსაზრებები მექნება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მოდით ისიც ვთქვათ, რომ ამნისტია კონკრეტულად გვარებს და სახელებს არ იხილავს. ამნისტიის კანონში ჩამოთვლილია მუხლები რომელ მუხლებსაც შეეხება შეღავათი. შესაბამისად ეს კახიშვილი იქნება, ონოფრიშვილი პეტრიაშვილი თუ სხვა, ყველა ვინც ამ მუხლით არის გასამართლებული, ყველას შეეხება“,- განაცხადა კახი კახიშვილმა.











