„ქართული ოცნების“ თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ გუნდის მოსაზრებებს შორის პრინციპული განსხვავება არ არის. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციები არის პრინციპში ერთგვაროვანი, თუმცა ჩანდა, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს თვითმიზანი ჰქონდათ, რომ არ მომხდარიყო შეთანხმება, თორემ რეალურად პრინციპული განსხვავება ორ კანონოპროექტს შორის არ არის. ჩვენ უკვე დავაინიცირეთ ჩვენი კანონპროექტი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ: რა განსხვავებაა ოპოზიციის და უმრავლესობის კანონპროექტებს შორის – დეტალები











