„ის ერთი პუნქტი საკანში რომ მოვისმინე მეც ვერ მივხვდი რა იყო და ამნისტიას გულისხმობდა, მეც ჩემს თავზე ვიღებ რომ ეს შეგვეშალა, სამწუხაროდ ასე მოხდა – განაცხადა გიორგი რურუამ შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, დანარჩენი 4 პუნქტი მისაღებია.
„პარლამენტში ვინც შევიდა იმ დეპუტატებს ვუსურვებ წარმატებას, მე იმედი მაქვს რომ ეს ადამიანები, მე ვფიქრობ, რომ ეს არის წარმატება.
ის ერთი პუნქტი რაც არის, ჩემი პირადი აზრი, სიმართლე მინდა ვთქვა, რომ ის ერთი პუნქტი საკანში რომ მოვისმინე მეც ვერ მივხვდი რა იყო და ამნისტიას გულისხმობდა გაიარა, ისე რომ თუ ვინმეს, მეც ჩემს თავზე ვიღებ რომ ეს შეგვეშალა და სამწუხაროდ ასე მოხდა. მაგრამ დანარჩენი ოთხი მისაღებია და ვფიქრობ, რომ ის ოთხი პუნქტი უნდა მივიყვანოთ.
ახლა ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად, ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც“,- განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი რურუამ.











