fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ამნისტიის შესახებ“ კანონი 10 883 პრობაციონერს ეხება

10:44 January 26, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
931
ნახვა

„ამნისტიის შესახებ“ კანონი 10 883 პრობაციონერს ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პრობაციის სააგენტომ სასამართლოს უკვე სრულად გადაუგზავნა იმ 10 883 პრობაციონერის საქმე, რომლებსაც „ამნისტიის შესახებ“ კანონი ეხება, ამათგან 477 ქალია, 68 კი, არასრულწლოვანი მსჯავრდებული.

პრობაციონერებზე ამნისტიის გავრცელების საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო ინდივიდუალურად იღებს.

ამნისტიის აქტით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო და ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, 3 522 მსჯავრდებულს სრულად მოეხსნება სასჯელი; 5 361 მსჯავრდებულს გაუნახევრდება; 1 468 მსჯავრდებულს სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება; 532 მსჯავრდებულს კი, ამნისტია ნაწილობრივ შეეხება: პირს, რომელიც რამდენიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, შეუმსუბუქდება მხოლოდ იმ მუხლებისთვის დაწესებული სასჯელი, რომლის ამნისტიასაც კანონი ითვალისწინებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფ იმ მსჯავრდებულთაგან, ვისაც ამნისტია შეეხება, 4 920 პირი გასამართლებულია საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა: ნარკოტიკული დანაშაული, ავტოსაგზაო შემთხვევა; 3 422 პირი გასამართლებულია ეკონომიკური დანაშაულებისთვის – ქურდობა, მითვისება/გაფლანგვა, გადასახადისაგან თავის არიდება, ქონების დაზიანება, თაღლითობა; 891 პირი გასამართლებულია ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ძალადობა, მუქარა (გარდა ოჯახური ძალადობისა); 1 650 პირი კი – ამნისტიის კანონით გათვალისწინებული სხვა სახის დანაშაულის ჩადენისთვის.

დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან საქმის მიღების შემდგომ სასამართლო განიხილავს საქმეებს ინდივიდუალურად და გამოაქვს განჩინება საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ერთი თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ კანონით მსჯავრდებული ვალდებულია, წარმოადგინოს დაზარალებულის თანხმობა, სასამართლო განიხილავს საქმეს და გადაწყვეტილებას იღებს კანონით დადგენილი წესით ექვსი თვის ვადაში.

თეგები: ამნისტია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის აქტი მიიღო

September 7, 2021
773
საზოგადოება

იზოლაციის და კარანტინის წესის, პირბადის ტარების წესის და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევ პირებს ამნისტია შეეხებათ

July 26, 2021
1k
მთავარი ამბავი

პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

June 9, 2021
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია