საკანონმდებლო მაცნეზე „ამნისტიის შესახებ“ კანონი ოფიციალურად გამოქვეყნდა და ამოქმედდა.
როგორც მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, ამნისტიით განსაზღვრული დებულებების აღსასრულებლად კანონის გამოქვეყნების შემდეგ 1-თვიანი პერიოდია დათქმული, რაც პატიმრების მიერ საპატიმროების დატოვებასაც გულისხმობს.
კანონპროექტი 80-მდე მუხლს, 1 500 პატიმარს და 6 000-მდე პრობაციონერს შეეხება.
ნორმატიული აქტი ასევე ვრცელდება 4 000-მდე პირზე, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით ჯარიმა აქვთ განსაზღვრული. აქტი არ ეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მუხლებს.
თუ თქვენი ახლობელი პატიმარია, გადაამოწმეთ ეხება თუ არა ამნისტია











