ნახევარ საათიანი ვადა, რომელიც სამართალდამცველებმა ნიკა მელიას მისცეს უკვე ამოიწურა.
ენმ-ს ცენტრალურ ოფისთან ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს – პოლიციამ ნიკა მელიას უკვე მეორედ მიმართა, და მოუწოდა რომ ენმ-ს ცენტრალური ოფისის შენობა მშვიდობიანად დატოვოს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმი სპეციალური აღჭურვილობითა და ტექნიკით მივიდა.











