აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა – 232.
კოლეგიის მიერ დამოწმებული შედეგები ოფიციალურად 6 იანვარს გამოცხადდება, 20 იანვარს კი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება და ჯო ბაიდენი თეთრ სახლს გადაიბარებს.











