„სირცხვილის დერეფანი ნამდვილად არ არის პროტესტის გამოხატვის საუკეთესო ფორმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისვე თქმით, ამომრჩევლების დამუნათება არ არის პროტესტის საუკეთესო ფორმა. „დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია შეჯერდება მათ შორის სხვა პროტესტის ფორმებზე. მნიშვნელოვანი აქ სწორედ ისაა, რომ ერთობლივად მოქმედებს ოპოზიცია, მათ შორის საპროტესტო მოქმედებების დაგეგმვისას“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მანამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა: „21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ, ვნახოთ რამდენი ჰყავს „ქართულ ოცნებას” მხარდამჭერი“.











