ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ანაკლიაში, იქ სადაც მდინარე ენგური მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.
მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი ჯებირების მოწყობის პროექტირებაზე. უკვე შემდეგ კი დაიწყება სხვა სამუშაოები.
რაც შეეხება შეკითხვას დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაზე, მერიაში აცხადებენ, რომ შეისწავლიან ვითარებას:
„ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და ეზოები. ბუნებრივია მერია შეისწავლის იქ არსებულ ვითარებას, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მიდის მუშაობა ჯებირის მოწყობაზე. ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება პროექტირებაზე და უკვე ამ პროექტირების შემდეგ დადგინდება თანხები და იქნება სამუშაოები“, – განაცხადეს მერიაში.
შეგახსენებთ,მდინარე ენგურის ადიდების შედეგად 15-ზე მეტი ადგილობრივის ოჯახი დაიტბორა.











