საქართველოს საპატრიარქოში, წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.
როგორც ცნობილი იყო, სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იყო.
„საკმაოდ ბევრი საკითხები განიხილეს, საკმაოდ მცირე დროში. რამდენიმე საათში განჩინების სახით გაავრცელებს საპატრიარქო, ყველა იმ საკითხს და გადაწყვეტილებას, რომელიც სინოდმა მიიღო. საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციის თემას, იყო რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული“,- განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
შეგახსნებთ, რომ სინოდის სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა. მდივანი გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრიაა.
სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოწვევით გაიმართა.











