გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას გმობს. ინფორმაციას DW ავრცელებს.
„რუსეთის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღის მეშვეობით მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი დააპატიმრა და არა ბოროტმოქმედები“, – აცხადებს გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი, შტეფენ ზაიბერტი.
შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ პირველად რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. თუმცა,რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ნავალნი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე დააკავეს.
რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ოპოზიციონერის დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევაა. ნავალნის ადვოკატის თქმით, რუს ოპოზიციონერს პატიმრობა 30 დღით, 15 თებერვლამდე შეუფარდეს.











