გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები, სავარაუდოდ, ზაფხულამდე ხელმისაწვდომი გახდება. ამის შესხაებ უცხოური მედია წერს.
„ყველა შეთანხმდა, რომ ჩვენ ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატი გვჭირდება. ევროკომისიას დაახლოებით სამი თვე სჭირდება ტექნიკური საკითხების შესათანხმებლად“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.
მისივე თქმით, სერთიფიკატების შექმნა არ ნიშნავს, რომ მოგზაურობის უფლება მხოლოდ ამ სერთიფიკატების მფლობელებს ექნებათ.
ვაქცინაციის სერტიფიკატი გაიცემა იმ ადამიანებზე, რომლებიც მიიღებენ ვაქცინაციის ორივე დოზას. სერთიფიკატი ძალაში ვაქცინის მიღებიდან ერთ კვირაში შედის და ექვსი თვის განმავლობაში მოქმედებს. სერთიფიკატი საერთაშორისო მოგზაურობისთვის მარტივად გამოსაყენებელია.











