გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, აშშ-ს მსოფლიო ლიდერობაზე პრეტენზია აღარ აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
მისი თქმით, მსოფლიომ აშშ-ს მიმართ საკუთარი მოლოდინები უნდა შეცვალოს.
„ჩვენ გავიზარდეთ იმ ცოდნით, რომ აშშ-ს უნდოდა, ყოფილიყო მსოფლიო ძალა. თუ აშშ-ს ამ როლის საკუთარი ნებით უკან ჩამოტოვება მოუნდა, ჩვენ ამის სიღრმისეული ანალიზი უნდა მოვახდინოთ“,- აცხადებს ანგელა მერკელი.











