გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, კორონავირუსი ყველაზე დიდი გამოწვევაა რის წინაშეც ევროკავშირი ოდესმე მდგარა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
„პანდემიამ გვაჩვენა, თუ რამდენად დაუცველები ვართ და რამდენად მყიფეა ევროპული პროექტი. თანხვედრა და სოლიდარობა არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს“,- განაცხადა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანია 1-ელი ივლისიდან ექვსი თვით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდება.











